სიახლები

30-05-2019 მუსიკა ქიმიაში

ეს სიტყვები ქართული წარმოშობის რუს ქიმიკოსსა და კომპოზიტორს ალექსანდრე ბოროდინს ეკუთვნის. ის 1834 წელს დაიბადა. მამამისი ქართველი თავადი ლუკა გედევანიშვილი იყო, თუმცა ალექსანდრე მამის გვარს არ ატარებდა. მან კარგი განათლება მიიღო, დაამთავრა სამედიცინო ქირურგიული აკადემია.
ქიმიაში ბოროდინს 40-ზე მეტი ნაშრომი აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაშრომები ალდოზებისა და ორგანული მჟავების შესახებ. მუსიკალური ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერა „თავადი იგორი".
ბოროდინი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლენინგრადში ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

ნანახია 2475-ჯერ